Thursday, November 15, 2012

მე და ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკასთან ჩემი ურთიერთობა საკმაოდ ადრე, ღრმა ბავშვობაში დაიწყო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დედა ბიბლიოთეკარი იყო.თუმცა,ჩემთვის ეს მაშინ უფრო დედას სამსახური იყო, ვიდრე ბიბლიოთეკა, სამკითველო. ჩემი გაცნობიერებული დამოკიდებულება კი უკვე უნივერსიტეტის დროიდან იწყება..პირველივე დღეებიდან დავუმეგობრდი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომლიც პირველ კორპუსში მდებარეობდა და ძირითადად ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები სარგებლობდნენ. მეც ძირითადად გ.ახვლდებიანის "ფონეტიკის საფუძვლებს"  ან რომელიმე მორფოლოგიას ვკითხულობდი.
 ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის განსაკუთრებულ, ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა, გუმბათიან დარბაზში, რომელიც ადრე მუზეუმი ყოფილა და დღესაც ეს ფუნქცია დაუბრუნეს. სამკითხველო კი ნულოვან სართულზე გადაიტანეს. დიდი ფართო, მუხის მაგიდები იდგა, რომელიც შეძლება სულაც არ იყო მუხის, იქნებ წაბლი, ან წიფელიც იყო.
აქ განსაკუთრებული "რეჟიმი" სუფევდა, რომლის დამყარებაშიც მთავარი წვლილი იქ მომუშავე ბიბლიოთეკართაგან უხუცესს შეჰქონდა. თუ შემთხვევით მასთან მისვლამდე ხელთათმანის მოხსნას, ან საღეჭი რეზინის პირიდან გამოღებას ვერ მოასწრებდი, ან დაგეზარებოდა, ანდა სულაც,  საჭიროდ არ ჩათლიდი, მაშინ გვარიანად შეგამკობდა და დაამატებდა, რომ ასეთი ახალგაზრდა უნივერსიტეტში სწავლას და წიგნებთან ურთიერთობას არ იმსახურებს. მოგვიანებით, როცა უნივერსიტეტს რემონტის გამო ცლიდნენ, ვუყურებდი, როგორ აბარგებდნენ წიგნებს, კრავდნენ და სადღაც მიჰქონდათ, თითქოს გადასახლებაში მიდიოდნენ. ამას ყველაფერს მჭმუნვარე სახით აკეთებდნენ...მერე ალბათ 4 წლის შემდეგ, უკან დაბრინებისას გაიღიმეს...მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ბიბლიოთეკართაგან უხუცესი, "რეჟიმის" დამმყარებელი ქალბატონი იმ ეკლესიაში დადიოდა, სადაც მე და სულ მიკვირდა მისი დანახვა სხვაგან ყველგან, ბიბლიოთეკის გარდა..შემდეგ (პრინციპში მალევე) საჯარო ბიბლიოთეკაში გადავსახლდი, რომელსაც მომდევნო, უფრო დიდი პოსტს მივუძღვნი ალბათ. :)

Monday, November 12, 2012

ჭოლა ლომთათიძე

რამდენიმე დღის წინ ერთ ძველ ბიბლიოთეკაში მივედი და ჭოლა ლომთათიძის მოთხრობები მოვითხოვე. ბიბლიოთეკარს გაუკვირდა, როგორც ჩანს, დიდი ხანია არავის მოუთხოვნია.მერე ნელა შევიდა ფონდში და გამომიტანა 1956 წლის გამოცემა, მყარი, გადაქერქილი ყდით, გაყვითლებული ფურცლებით, დაშლილი. მომწონს ასეთი წიგნები, განსაკუთრებით მომწონს, რადგან განსაკუთრებულად მაგრძნობინებს წიგნს, როგორც ასეთს და ჩემს კომპიუტერისა და აიპედის ეკრანზე კითხვით დაძაბულ-გადაღლილ თვალებსაც არანაკლებ ესალბუნება.
 პირველად "სახრჩობელას წინაშე" წავიკითე. რამის დამახრჩო ემოციებმა, საოცარი ოსტატობით არის გადმოცემული  სიკვდილის მომლოდინე ადამიანის განცდები. პირველივე სტრიქონებიდან ცხადდება ავტოის პოლიტ. შეხედულებები (ი ხომ მოქმედი პოლიტიკოსი იყო), მეტიც, რამდენიმე ფურცელი ეთმობა ამ პოლიტ. დოქტრინის გადმოცემას და ჩანს, ავტორი როგორ გადავარდება, აღტყინებული ყვება ამის შესახებ.მაგრამ... არსებობს ამ ნაწარმოებთა მეორე მხარე და უაღრესად მნიშვნელოვანი, რითაც ჭოლა ლომთათიძე ნამდვილი ნოვატორია, როგორც თემატიკით, ისე მხატვრული გამოსახვის ხერხებით. ( ამ წერილს, ბლოგს, თავიდან დღიურის ფორმით ვწერდი, მაგრამ კალამი=კლავიში ანალიზისკენ გამირბის, სხვა სახეს იღებს..არც ისე მომწონს..).შინაგანი მდგომარეობის ასე სიღრმისეულად გადმოცემა ბევრგან არ შემხვედრია.ზის სიკვდილმისჯილი და სულშეძრული ფიქრობს " მე დამახრჩობენ,  გულგრილად გამიყვანენ აქედან განთიადისას, წინდაწინ დამიმზადებენ საფლავს;ხელებს ზურგს უკან გამიკრავენ, მიმიყვანენ სახრჩობელასთან..ჩმომაფარებენ სახეზე ტომარას, შემაყენებენ სკამზე და ორბოძშუა  გადმოკიდებულ, გასანთლულ ბაწარში გამიყოფენ თავს.ჯალათი გამომაცლის სკამს ფეხ-ქვეშ, დამეკიდება ფეხებზე, რომ თოკი უფრო შემომეხვიოს კისერზე და შემდეგ გამაკონწიალებს. ..მე ხელები მაგრად მექნება გაკრული, დავწვრილდები, დავიღმანჭები, მოვინდომებ ყვირილს, კვნესას, ვერ შევძლებ, ენას ძაღლივით წამოვაგდებ, თვალები გადმომცვივა ბუდიდან, დავიწყებ ტრიალს და რამდენიმე წუთს შემდეგ გავჩერდები ჰაერში. ყველაფერი გათავებული იქნება. და ამ სურათის წინაშე გულგრილად იქნებიან გაჩერებულნი პროკურორი, მღვდელი ჯვრით ხელში, ციხის უფროსი, ექიმი, ჯარისკაცები. ყველა დაინახავს, როგორ ვტრიალობ, როგორ მინდა სუნთქვა, მიწაზე ფეხის დაბიჯება, ყველა დაინახავს, რომ შველა შესაძლებელია და არავინ, არავინ არ დამეხმარება, არავიან არ მოვა გადასარჩენად...ყველაფერი გათავდება... იყო კაცი და აღარ არის კაცი. და წავა ცხოვრება თავისი გზით..."
სიცოცხლის წყურვილი ყველა ჭოლას ყველა მოთხრობაში წინა პლანზეა, განმსაზღვრელა თხრობისა."საპყრობილეშიც" ასეთივე გულდაწყვეტით აგრძელებს "იყო კაცი და აღარ არის კაცი"-ს თემას, რომ შეიძლება მათ , ვისაც ტკბილად სძინავს თავის სახლში დილის სუფთა ჰაერზე, ან ტკბილ სიზმარშია , ან საყვარელ ადამიანს ეხუტება, არც კი იცის რომ მისგან ალბათ ერთ კილომეტრში კაცს ახრჩოებნ, ვისაც სიცოცხლე სწყურია და უხარია.."სახრჩობელას წინაშე"-ს ეპიგრაფი უძღვის" ვუძღვნი ყველას, ვისაც უგრძვნია და გამოუცდია"..
  კითვხვისას  ყოველ მომენტში, ყოველ წამს თანაგანმცდელი ვიყავი გმირისა, მივყვებოდი გმირის სუნთქვას და მასავით მზარავდა "უბრალო" სიკვდილი და უსასოობა. კითხვის დასრულკების შემდგომ კი ერთი ასად ვგრძნობდი სიცოცხლისა და თავისუფლების ბედნიერებას.

Saturday, November 10, 2012

კურთხევის ჟესტები (ლითონ მქანდაკებლობის ნიმუშთა მიხედვით)


ფეოდალური ხანის ლითონმქანდაკებლობის ძეგლები კურთხევის ჟესტების მხრივ მრავალფეროვან და საინტერესო სურათს გვიხატავს. შესწავლის შედეგად გამოიყო შემდეგი ტიპები:
  1. შეკრული ცერი და არათითი    ე.წ. ,,სახელობითი წყობით , როდესაც ისინი გამოსახავენ ბერძნულ ასოებს ICXC (ამ შემთხვევაში შეკრულია ცერი და არათითისაჩვენებელი და შუათითი კი გადაჯვარედინებულია)
  2. შეკრული ცერიართითი და ნეკი
  3. შეკრული ცერიშუა და არათითი
  4. მოხრილი არათითი და ნეკი
  5. გაშლილი საჩვენებელი თითი
ყველაზე  მეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა X-XI საუუნეები. ამ დროს თანაარსებობს ყველა ტიპი. ისინი ერთდროულად  ერთსა და იმავე ძეგლზეც გვხვდება. მაგ., საღოლაშენის მცირე ლორფინები. აქ ყველა ფიგურა სხვადასხვაგვარად აკურთხებს . ასეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბედიის ბარძიმზე გამოსახულ ფიგურათა ჟესტიკულაცია და სხვა.
ზოგადად, ყველაზე გავრცელებული ტიპები როგორც ადრეულ, ისე გვიან შუა საუკუნეებში არის შეკრული ცერი და არათითი და შეკრული ცერი, არათითი და ნეკი.  მხოლოდ ერთი თითით კურთხევა იშვიათი მოვლენაა. პირველად ის საღოლაშენის მცირე ლორფინებზე გვხვდება (მარკოზ მახარებელი), ასეთივეა ბედიის ბარძიმზე თადეოზ მოციქულის კურთხევა. გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებიდან იგი კორცხელის ხატის ჩარჩოს მოჭედილობაზეა (ლევან დადიანის, XVII ს.) ასევე მარტვილის XVII ს-ის ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოს მოჭედილობასა და ბალდის ხატი მოჭედილობაზე, რომლის ცენტ. ხატიც ამჟამად  დაკარგულია. ესეც XVII საუკუნეს განეკუთნება.
კიდევ უფრო იშვიათია შეკრული ცერი, არათით და შუა თითით კურთხევა. ეს ტიპი მოცემულია შემოქმედისლორფინზე(XI ს.) ამგვარად აკურთხებს ლოდზე დაბრძანებული ანგელოზი აღდგომის კომპოზიციაში. მეორე ამგვარი შემთხვევა კი ლაბეჭინის ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოზე გვხვდება, სადაც მარცხენა ზედა კუთხეში იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.Eეს ტიპი გვიან შუა საუკუნეებში სავსებით უგულვებელყოფილია.
გაშლილი ცერი, საჩვენებელი და  შუათითით კურთხევა მხოლოდ ერთ ძეგლზე დასტურდება ჯერჯერობით. (ბედოთსოფლის ფირფიტა, IX-X საუკუნეების მიჯნა).
საყურადღებოა ერთი ტენდენცია, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში იჩენს თავს- თითები მეტად ამოძრავებულია და იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს შეკრული ცერითა და არათითით ან შეკრული ცერი, არათითითა და ნეკით კურთხევა, ცერი არათითის წვერს კი არ ეხება, არამედ სახრელს, თითქოს ერთგვარი ნასკვი იქმნება. ეს წესი თითქმის უგამონაკლისოდ ტარდება XVIსაუკუნიდან. (თუმცა,შესაძლოა ამას სიმბოლური მნიშვნელობა არც ქონდეს).
კურთხევის ჟესტების ამგვარ მრავალფეროვნებას  შესაძლოა თეოლოგიური საფუძველი უნდა ჰქონდეს.
ზოგადად კი, როგორც ცნობილია, ჟესტიკულაციის ტრადიცია და სიმბოლიკა საკმაოდ არქაული მოვლენაა. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს სახალხოდ სიტყვით გამოსვლის მომენტის აღსანიშნავად. აშურელებსა და ეგვიპტელებს, ასევე ინდოელებს ჰქონდათ ჩვეულება თითების წყობით გადმოეცათ ის, რომ სურათზე გამოსხული პირები უნდა აღქმულიყვნენ როგოც მოლაპარაკენი, მოგვიანებით ჟესტიკულაციის ტრადიცია შეიმჩნევა უკვე ძველი შუამდინარეთის კულტურაში: ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც ადიოდნენ კათედრაზე, მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად და სიჩუმის დასამყარებლად, აწევდნენ თითებშეკრულ ხელს და სიტყვის წარმოთქმის დროს განსაკუთრებულად ჟესტიკულირებდნენ.
კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირდ გამოყენებადი ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. მაგ, არათითისა და ცერის შეერთება, რომლის დროსაც დანარჩენი გამართულია, არის ჟესტი, რომელიც მიანიშნებდა ქადაგების ქადაგების დაწყებას, ასევე თვით ქადაგების პროცესს, ზოგჯერ გაკიცხვას ან ბრალდებას.
შუა თითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერტება, ხოლო დანარჩენის აღმართვა, მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას. ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა წარმოადგენდა გაკიცხვას, ან უშუალოდ მითითებას.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული, მკვეთრი მოსაზრება აქვთ ე.წ. სტაროველებს. მათი აზრით, სამოციქულო დროიდან მომდინარეობს მხოლოდ პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი, არითი და ნეკი, ხოლო აღმართულია საჩვენებელი თითი  და შუათითი. ეს ვიწრო წრის, ერთი ჯგუფის მოსაზრებაა და არაა გაზიარებული ქრისტიანული ეკლესიის მიერ.
ეს ყოველივე ზოგიერთ ავტორს (მაგ., რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, მღვდელი დ.იურიჩევი, აძლევს საფუძველს იმ დასკვნის გამოსატნად, რომ ძველ ხატებზე მაინც, თითების აღნიშნული წყობები არ გამოსახავს კურთხევას და მხოლოდ XV ს-ის შემდგომ იძენს ამ მნიშვნელობას.
თუმცა, ამგვრი მტკიცება მართებული არ უნდა იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში ამის თქმა ალოგიკურიც კია. ჯერ ერთი, კურთხევის გაცემასა და ქადაგებას ,სიტყვის წარმოთქმას შორის გადაულახავი მიჯნა არ არსებობს. მაგ.,ლაზარეს აღდგინების ხატში-ეს ხომ ნამდვილად კურთხევაა, მაგრამ ახლვს ,,ქადაგება” სიტყვის წარმოთქმა. ასევესულთმოფენობის ხატში, მოციქულთა ჟესტები უნდა გაამოხატავდეს კურთხევას და ასევე მათ სამქადაგებლო საქმიანობის დაწყებას. მაგრამ მეორე შემთხვევაში, მაგ. აღდგომს ხატზელოდზე დაბრძანებული ანგელოზისჟესტი შეიძლება უფრო საუბრის გამომხატველად მივიჩნიოთ, ვიდრე კურთხევად.
იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ამგვარი ჟესტებით მხოლოდ მამაკცები გამოირჩევიან და სწორედ ისინი არიან მიჩნეული ზეციური, ღვთიური კურთხევის გამტარებლადაც.რაც შეეხება ერთი თითით კურთხევას, ეს რომ რიგ შემთხვევებში კურთხევას და არა მითითებას წარმოადგენს, ამის საბუთია მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მელეტი ანტიოქიელის ქმედება, რომელმაც ჯერ აღმართა სამი თითი, შემდეგ ორი მოხარა და ერთი დატოვა, ამით სამების ერთარსება განაცხადა. მელეტიმ უარყო სამი თითით კურთხევის გაცემა, რადგან სამი თითით მხოლოდ პირჯვარი გადაიწერებოდა. ასევე არსებობდა პირჯვრის ერთი თითით გამოსახვის ტრადიცია, ადრე ქრისტიანულ ეპოქაში (I-IV საუკუნეებში). ეს წესი დამოწმებულია მრავალი წმინდა მამის მიერ. (წმ. ეპიფანე კვიპრელი, სოზომენის ,,საეკლესიო ისტორიაში“ მოთხრობილია სასწაულმოქმედი ეპისკოპოსის წმ. დონატისამბავი, რომელიც ერთი თითით დაიწერს პირჯვარს. წმ.იოანე ოქროპირი ,,არა ჯერ არს ოდენ“ ლიტონად აღვიბეჭდოთ იგი თითით“ /განმარტ. მათეს სახარებისა, 59-ე ქადაგება, თავი IV). ეს ციტატა უმნიშვნელოვანესი წყაროა საკუთარ თავზე პირჯვრის წერის ძველ ბერძნულ მართლმადიდებლური წესის შესასწავლად. ასევეა ამ შრომის ქართულ თარგმანში ,,არა თითითა  ხოლო ჯერ არს გამოსახვაჲ ჯვარისაჲ“. )
შეკრული ცერით და არათითით კურთხევის გაცემა ძველ ბერძნულ წესად იწოდება, რადგან ძველი ბერძნული მართლმადიდებლური ხატები უმთავრესად სწორედ ამ სახეს გვიჩვენებენ, თუმცა, მის გვერდით თავს იჩენს დანარჩენი სამი სახეც. დანარჩენი ტიპები ანალოგს პოულობს ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულმა ხელოვნებამ ანტიკური სამყაროსაგან შეითვისა ჟესტიკულაცია, როგორც სხვა უამავი რამ, მაგრამ შემდგომში დროთა განმავლობაში მოხდა მისი საკრალიზაცია, ქრისტიანიზაცია და მან უეჭველია ადრეულ პერიოდშივე შეიძინა კურთხევის გაცემის მნიშვნელობა. და ყოველი მათგანი გარკვეული შინაარსის (თეოლოგიური) გამომხაველი იყო


დღე ერთი
წერა-კითხვა საშუალოდ ვიცი. წერა უფრო ცუდად, კითხვა-უკეთესად. თუმცა, ესეც ახალი ნასწავლი მაქვს..დაახლოებით მეთვრამეტე წელს აღმოვაჩინე, რომ კითხვა არ ვიცოდი და დავიწყე…ახლა ოცდამესამე წელი მიდის. უკვე რაღაცებს ვხედავ ნაწერში, ხილული და უხლილავი ხელებით ნაწერში. ჯერ მხოლოდ მკვეთრი ფერების გარჩევა ვიცი.
წერაც მინდა ვისწავლო, მაგრამ უკვე ჩანს, კითხვაზე რთულია ეს საქმე. სულ რამდენჯერმე შევძელი, ალბათ, ნააზრევის ზუსტად მოქცევა სიტყვებში..
აი, ასე ცალხელა, ცალყურა და ცალთვალა, ენაბლუ ვიწყებ თქვენთან ცხოვრებას..და უკვე სისხლი მკიგრძნობს “სხეულთ სიმრთელეს”