ფეოდალური ხანის ლითონმქანდაკებლობის ძეგლები კურთხევის ჟესტების მხრივ მრავალფეროვან და საინტერესო სურათს გვიხატავს. შესწავლის შედეგად გამოიყო შემდეგი ტიპები:
- შეკრული ცერი და არათითი ე.წ. ,,სახელობითი” წყობით , როდესაც ისინი გამოსახავენ ბერძნულ ასოებს ICXC (ამ შემთხვევაში შეკრულია ცერი და არათითი, საჩვენებელი და შუათითი კი გადაჯვარედინებულია)
- შეკრული ცერი, ართითი და ნეკი
- შეკრული ცერი, შუა და არათითი
- მოხრილი არათითი და ნეკი
- გაშლილი საჩვენებელი თითი
ყველაზე მეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა X-XI საუუნეები. ამ დროს თანაარსებობს ყველა ტიპი. ისინი ერთდროულად ერთსა და იმავე ძეგლზეც გვხვდება. მაგ., საღოლაშენის მცირე ლორფინები. აქ ყველა ფიგურა სხვადასხვაგვარად აკურთხებს . ასეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბედიის ბარძიმზე გამოსახულ ფიგურათა ჟესტიკულაცია და სხვა.
ზოგადად, ყველაზე გავრცელებული ტიპები როგორც ადრეულ, ისე გვიან შუა საუკუნეებში არის შეკრული ცერი და არათითი და შეკრული ცერი, არათითი და ნეკი. მხოლოდ ერთი თითით კურთხევა იშვიათი მოვლენაა. პირველად ის საღოლაშენის მცირე ლორფინებზე გვხვდება (მარკოზ მახარებელი), ასეთივეა ბედიის ბარძიმზე თადეოზ მოციქულის კურთხევა. გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებიდან იგი კორცხელის ხატის ჩარჩოს მოჭედილობაზეა (ლევან დადიანის, XVII ს.) ასევე მარტვილის XVII ს-ის ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოს მოჭედილობასა და ბალდის ხატი მოჭედილობაზე, რომლის ცენტ. ხატიც ამჟამად დაკარგულია. ესეც XVII საუკუნეს განეკუთნება.
კიდევ უფრო იშვიათია შეკრული ცერი, არათით და შუა თითით კურთხევა. ეს ტიპი მოცემულია შემოქმედისლორფინზე(XI ს.) ამგვარად აკურთხებს ლოდზე დაბრძანებული ანგელოზი აღდგომის კომპოზიციაში. მეორე ამგვარი შემთხვევა კი ლაბეჭინის ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოზე გვხვდება, სადაც მარცხენა ზედა კუთხეში იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.Eეს ტიპი გვიან შუა საუკუნეებში სავსებით უგულვებელყოფილია.
გაშლილი ცერი, საჩვენებელი და შუათითით კურთხევა მხოლოდ ერთ ძეგლზე დასტურდება ჯერჯერობით. (ბედოთსოფლის ფირფიტა, IX-X საუკუნეების მიჯნა).
საყურადღებოა ერთი ტენდენცია, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში იჩენს თავს- თითები მეტად ამოძრავებულია და იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს შეკრული ცერითა და არათითით ან შეკრული ცერი, არათითითა და ნეკით კურთხევა, ცერი არათითის წვერს კი არ ეხება, არამედ სახრელს, თითქოს ერთგვარი ნასკვი იქმნება. ეს წესი თითქმის უგამონაკლისოდ ტარდება XVIსაუკუნიდან. (თუმცა,შესაძლოა ამას სიმბოლური მნიშვნელობა არც ქონდეს).
კურთხევის ჟესტების ამგვარ მრავალფეროვნებას შესაძლოა თეოლოგიური საფუძველი უნდა ჰქონდეს.
ზოგადად კი, როგორც ცნობილია, ჟესტიკულაციის ტრადიცია და სიმბოლიკა საკმაოდ არქაული მოვლენაა. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს სახალხოდ სიტყვით გამოსვლის მომენტის აღსანიშნავად. აშურელებსა და ეგვიპტელებს, ასევე ინდოელებს ჰქონდათ ჩვეულება თითების წყობით გადმოეცათ ის, რომ სურათზე გამოსხული პირები უნდა აღქმულიყვნენ როგოც მოლაპარაკენი, მოგვიანებით ჟესტიკულაციის ტრადიცია შეიმჩნევა უკვე ძველი შუამდინარეთის კულტურაში: ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც ადიოდნენ კათედრაზე, მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად და სიჩუმის დასამყარებლად, აწევდნენ თითებშეკრულ ხელს და სიტყვის წარმოთქმის დროს განსაკუთრებულად ჟესტიკულირებდნენ.
კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირდ გამოყენებადი ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. მაგ, არათითისა და ცერის შეერთება, რომლის დროსაც დანარჩენი გამართულია, არის ჟესტი, რომელიც მიანიშნებდა ქადაგების ქადაგების დაწყებას, ასევე თვით ქადაგების პროცესს, ზოგჯერ გაკიცხვას ან ბრალდებას.
შუა თითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერტება, ხოლო დანარჩენის აღმართვა, მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას. ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა წარმოადგენდა გაკიცხვას, ან უშუალოდ მითითებას.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული, მკვეთრი მოსაზრება აქვთ ე.წ. სტაროველებს. მათი აზრით, სამოციქულო დროიდან მომდინარეობს მხოლოდ პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი, არითი და ნეკი, ხოლო აღმართულია საჩვენებელი თითი და შუათითი. ეს ვიწრო წრის, ერთი ჯგუფის მოსაზრებაა და არაა გაზიარებული ქრისტიანული ეკლესიის მიერ.
ეს ყოველივე ზოგიერთ ავტორს (მაგ., რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, მღვდელი დ.იურიჩევი, აძლევს საფუძველს იმ დასკვნის გამოსატნად, რომ ძველ ხატებზე მაინც, თითების აღნიშნული წყობები არ გამოსახავს კურთხევას და მხოლოდ XV ს-ის შემდგომ იძენს ამ მნიშვნელობას.
თუმცა, ამგვრი მტკიცება მართებული არ უნდა იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში ამის თქმა ალოგიკურიც კია. ჯერ ერთი, კურთხევის გაცემასა და ქადაგებას ,სიტყვის წარმოთქმას შორის გადაულახავი მიჯნა არ არსებობს. მაგ.,ლაზარეს აღდგინების ხატში-ეს ხომ ნამდვილად კურთხევაა, მაგრამ ახლვს ,,ქადაგება” სიტყვის წარმოთქმა. ასევესულთმოფენობის ხატში, მოციქულთა ჟესტები უნდა გაამოხატავდეს კურთხევას და ასევე მათ სამქადაგებლო საქმიანობის დაწყებას. მაგრამ მეორე შემთხვევაში, მაგ. აღდგომს ხატზე, ლოდზე დაბრძანებული ანგელოზისჟესტი შეიძლება უფრო საუბრის გამომხატველად მივიჩნიოთ, ვიდრე კურთხევად.
იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ამგვარი ჟესტებით მხოლოდ მამაკცები გამოირჩევიან და სწორედ ისინი არიან მიჩნეული ზეციური, ღვთიური კურთხევის გამტარებლადაც.რაც შეეხება ერთი თითით კურთხევას, ეს რომ რიგ შემთხვევებში კურთხევას და არა მითითებას წარმოადგენს, ამის საბუთია მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მელეტი ანტიოქიელის ქმედება, რომელმაც ჯერ აღმართა სამი თითი, შემდეგ ორი მოხარა და ერთი დატოვა, ამით სამების ერთარსება განაცხადა. მელეტიმ უარყო სამი თითით კურთხევის გაცემა, რადგან სამი თითით მხოლოდ პირჯვარი გადაიწერებოდა. ასევე არსებობდა პირჯვრის ერთი თითით გამოსახვის ტრადიცია, ადრე ქრისტიანულ ეპოქაში (I-IV საუკუნეებში). ეს წესი დამოწმებულია მრავალი წმინდა მამის მიერ. (წმ. ეპიფანე კვიპრელი, სოზომენის ,,საეკლესიო ისტორიაში“ მოთხრობილია სასწაულმოქმედი ეპისკოპოსის წმ. დონატისამბავი, რომელიც ერთი თითით დაიწერს პირჯვარს. წმ.იოანე ოქროპირი ,,არა ჯერ არს ოდენ“ ლიტონად აღვიბეჭდოთ იგი თითით“ /განმარტ. მათეს სახარებისა, 59-ე ქადაგება, თავი IV). ეს ციტატა უმნიშვნელოვანესი წყაროა საკუთარ თავზე პირჯვრის წერის ძველ ბერძნულ მართლმადიდებლური წესის შესასწავლად. ასევეა ამ შრომის ქართულ თარგმანში ,,არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაჲ ჯვარისაჲ“. )
შეკრული ცერით და არათითით კურთხევის გაცემა ძველ ბერძნულ წესად იწოდება, რადგან ძველი ბერძნული მართლმადიდებლური ხატები უმთავრესად სწორედ ამ სახეს გვიჩვენებენ, თუმცა, მის გვერდით თავს იჩენს დანარჩენი სამი სახეც. დანარჩენი ტიპები ანალოგს პოულობს ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულმა ხელოვნებამ ანტიკური სამყაროსაგან შეითვისა ჟესტიკულაცია, როგორც სხვა უამავი რამ, მაგრამ შემდგომში დროთა განმავლობაში მოხდა მისი საკრალიზაცია, ქრისტიანიზაცია და მან უეჭველია ადრეულ პერიოდშივე შეიძინა კურთხევის გაცემის მნიშვნელობა. და ყოველი მათგანი გარკვეული შინაარსის (თეოლოგიური) გამომხაველი იყო
No comments:
Post a Comment