Thursday, November 15, 2012

მე და ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკასთან ჩემი ურთიერთობა საკმაოდ ადრე, ღრმა ბავშვობაში დაიწყო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დედა ბიბლიოთეკარი იყო.თუმცა,ჩემთვის ეს მაშინ უფრო დედას სამსახური იყო, ვიდრე ბიბლიოთეკა, სამკითველო. ჩემი გაცნობიერებული დამოკიდებულება კი უკვე უნივერსიტეტის დროიდან იწყება..პირველივე დღეებიდან დავუმეგობრდი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომლიც პირველ კორპუსში მდებარეობდა და ძირითადად ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები სარგებლობდნენ. მეც ძირითადად გ.ახვლდებიანის "ფონეტიკის საფუძვლებს"  ან რომელიმე მორფოლოგიას ვკითხულობდი.
 ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის განსაკუთრებულ, ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა, გუმბათიან დარბაზში, რომელიც ადრე მუზეუმი ყოფილა და დღესაც ეს ფუნქცია დაუბრუნეს. სამკითხველო კი ნულოვან სართულზე გადაიტანეს. დიდი ფართო, მუხის მაგიდები იდგა, რომელიც შეძლება სულაც არ იყო მუხის, იქნებ წაბლი, ან წიფელიც იყო.
აქ განსაკუთრებული "რეჟიმი" სუფევდა, რომლის დამყარებაშიც მთავარი წვლილი იქ მომუშავე ბიბლიოთეკართაგან უხუცესს შეჰქონდა. თუ შემთხვევით მასთან მისვლამდე ხელთათმანის მოხსნას, ან საღეჭი რეზინის პირიდან გამოღებას ვერ მოასწრებდი, ან დაგეზარებოდა, ანდა სულაც,  საჭიროდ არ ჩათლიდი, მაშინ გვარიანად შეგამკობდა და დაამატებდა, რომ ასეთი ახალგაზრდა უნივერსიტეტში სწავლას და წიგნებთან ურთიერთობას არ იმსახურებს. მოგვიანებით, როცა უნივერსიტეტს რემონტის გამო ცლიდნენ, ვუყურებდი, როგორ აბარგებდნენ წიგნებს, კრავდნენ და სადღაც მიჰქონდათ, თითქოს გადასახლებაში მიდიოდნენ. ამას ყველაფერს მჭმუნვარე სახით აკეთებდნენ...მერე ალბათ 4 წლის შემდეგ, უკან დაბრინებისას გაიღიმეს...მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ბიბლიოთეკართაგან უხუცესი, "რეჟიმის" დამმყარებელი ქალბატონი იმ ეკლესიაში დადიოდა, სადაც მე და სულ მიკვირდა მისი დანახვა სხვაგან ყველგან, ბიბლიოთეკის გარდა..შემდეგ (პრინციპში მალევე) საჯარო ბიბლიოთეკაში გადავსახლდი, რომელსაც მომდევნო, უფრო დიდი პოსტს მივუძღვნი ალბათ. :)

No comments:

Post a Comment