Monday, November 12, 2012

ჭოლა ლომთათიძე

რამდენიმე დღის წინ ერთ ძველ ბიბლიოთეკაში მივედი და ჭოლა ლომთათიძის მოთხრობები მოვითხოვე. ბიბლიოთეკარს გაუკვირდა, როგორც ჩანს, დიდი ხანია არავის მოუთხოვნია.მერე ნელა შევიდა ფონდში და გამომიტანა 1956 წლის გამოცემა, მყარი, გადაქერქილი ყდით, გაყვითლებული ფურცლებით, დაშლილი. მომწონს ასეთი წიგნები, განსაკუთრებით მომწონს, რადგან განსაკუთრებულად მაგრძნობინებს წიგნს, როგორც ასეთს და ჩემს კომპიუტერისა და აიპედის ეკრანზე კითხვით დაძაბულ-გადაღლილ თვალებსაც არანაკლებ ესალბუნება.
 პირველად "სახრჩობელას წინაშე" წავიკითე. რამის დამახრჩო ემოციებმა, საოცარი ოსტატობით არის გადმოცემული  სიკვდილის მომლოდინე ადამიანის განცდები. პირველივე სტრიქონებიდან ცხადდება ავტოის პოლიტ. შეხედულებები (ი ხომ მოქმედი პოლიტიკოსი იყო), მეტიც, რამდენიმე ფურცელი ეთმობა ამ პოლიტ. დოქტრინის გადმოცემას და ჩანს, ავტორი როგორ გადავარდება, აღტყინებული ყვება ამის შესახებ.მაგრამ... არსებობს ამ ნაწარმოებთა მეორე მხარე და უაღრესად მნიშვნელოვანი, რითაც ჭოლა ლომთათიძე ნამდვილი ნოვატორია, როგორც თემატიკით, ისე მხატვრული გამოსახვის ხერხებით. ( ამ წერილს, ბლოგს, თავიდან დღიურის ფორმით ვწერდი, მაგრამ კალამი=კლავიში ანალიზისკენ გამირბის, სხვა სახეს იღებს..არც ისე მომწონს..).შინაგანი მდგომარეობის ასე სიღრმისეულად გადმოცემა ბევრგან არ შემხვედრია.ზის სიკვდილმისჯილი და სულშეძრული ფიქრობს " მე დამახრჩობენ,  გულგრილად გამიყვანენ აქედან განთიადისას, წინდაწინ დამიმზადებენ საფლავს;ხელებს ზურგს უკან გამიკრავენ, მიმიყვანენ სახრჩობელასთან..ჩმომაფარებენ სახეზე ტომარას, შემაყენებენ სკამზე და ორბოძშუა  გადმოკიდებულ, გასანთლულ ბაწარში გამიყოფენ თავს.ჯალათი გამომაცლის სკამს ფეხ-ქვეშ, დამეკიდება ფეხებზე, რომ თოკი უფრო შემომეხვიოს კისერზე და შემდეგ გამაკონწიალებს. ..მე ხელები მაგრად მექნება გაკრული, დავწვრილდები, დავიღმანჭები, მოვინდომებ ყვირილს, კვნესას, ვერ შევძლებ, ენას ძაღლივით წამოვაგდებ, თვალები გადმომცვივა ბუდიდან, დავიწყებ ტრიალს და რამდენიმე წუთს შემდეგ გავჩერდები ჰაერში. ყველაფერი გათავებული იქნება. და ამ სურათის წინაშე გულგრილად იქნებიან გაჩერებულნი პროკურორი, მღვდელი ჯვრით ხელში, ციხის უფროსი, ექიმი, ჯარისკაცები. ყველა დაინახავს, როგორ ვტრიალობ, როგორ მინდა სუნთქვა, მიწაზე ფეხის დაბიჯება, ყველა დაინახავს, რომ შველა შესაძლებელია და არავინ, არავინ არ დამეხმარება, არავიან არ მოვა გადასარჩენად...ყველაფერი გათავდება... იყო კაცი და აღარ არის კაცი. და წავა ცხოვრება თავისი გზით..."
სიცოცხლის წყურვილი ყველა ჭოლას ყველა მოთხრობაში წინა პლანზეა, განმსაზღვრელა თხრობისა."საპყრობილეშიც" ასეთივე გულდაწყვეტით აგრძელებს "იყო კაცი და აღარ არის კაცი"-ს თემას, რომ შეიძლება მათ , ვისაც ტკბილად სძინავს თავის სახლში დილის სუფთა ჰაერზე, ან ტკბილ სიზმარშია , ან საყვარელ ადამიანს ეხუტება, არც კი იცის რომ მისგან ალბათ ერთ კილომეტრში კაცს ახრჩოებნ, ვისაც სიცოცხლე სწყურია და უხარია.."სახრჩობელას წინაშე"-ს ეპიგრაფი უძღვის" ვუძღვნი ყველას, ვისაც უგრძვნია და გამოუცდია"..
  კითვხვისას  ყოველ მომენტში, ყოველ წამს თანაგანმცდელი ვიყავი გმირისა, მივყვებოდი გმირის სუნთქვას და მასავით მზარავდა "უბრალო" სიკვდილი და უსასოობა. კითხვის დასრულკების შემდგომ კი ერთი ასად ვგრძნობდი სიცოცხლისა და თავისუფლების ბედნიერებას.

No comments:

Post a Comment